1015
06 თებერვალი 2020, 11:45
გადაცემაში ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო საგარეო შოკები, მათ შორის კორონავირუსის ეფექტი განიხილეს, რაც მაკროეკონომიკურ ფაქტორებს გარკვეულ რისკებს უქმნის.
დისკუსიის დროს ნადარაიამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტებისა და ექსპერტების პროგნოზების მიხედვით, კორონავირუსის ფაქტორის გამო, გლობალური ეკონომიკის დონეზე განსაკუთრებულ ნეგატიურ გავლენა მოსალოდნელი არ არის.
„იმ პროგნოზით რაც დღეს ბაზრებზე არის, ვფიქრობთ რომ ეფექტი დიდი არ იქნება“, – განაცხადა ნადარაიამ.
„თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტის განმარტებით, გასულ წელს ბიზნესსესხების მოცულობა რეკორდულად გაიზარდა და ფიზიკური პირების სესხებს გადააჭარბა, თუმცა ბიზნესის ვალის ტვირთი საგანგაშო ნიშნულზე არ დგას და წელს სავარაუდოდ მისი მოცულობა დაიკლებს.
„2019 წელს ბიზნესსესხები ჭარბობდა. კორპორატიულმა დაკრედიტებამ ყველა რეკორდი მოხსნა. მართალია, ვალის ტვირთის ზრდა ბიზნესსექტორში შეინიშნება, თუმცა ჩვენი აზრით, მართვადია და სახიფათო დონეზე არ დგას, მაგრამ საყურადღებო ტენდენციაა, რომ არ გაიზარდოს. 2020-ში ჩვენი აზრით ბიზნესდაკრედიტება ნორმალურ დონეზე დადგება, წელს უფრო შემცირდება“, – განაცხადა ნადარაიამ.
რაც შეეხება ინფლაციურ წნეხს, რომელიც გასულ წელს მკვეთრად გაიზარდა, ნადარაიას მოსაზრებით, წელს ინფლაცია დაიკლებს და წლის ბოლოს შესაძლოა მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლაც ჩავიდეს.
„ინფლაცია პრობლემაა და ეს ყველამ ვიცით, თუმცა ცალსახაა, რომ ინფლაციის ზრდის მაჩვენებელი შენელდა და უკვე შემცირება დაიწყო.
თვე-თვეზე თუ შევხედავთ, გასული წლის დეკემბერშიც დაბალი იყო, ასევე მიმდინარე წლის იანვარში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციამ შემცირება დაიწყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდის ტემპმა დაიწყო შემცირება და არა თავად ფასებმა დაიწყო საშუალოდ კლება. ამ დინამიკასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ სასაქონლო პროდუქტებზე ნავთობსა და სხვა პროდუქტებზე საერთაშორისო დონეზე ფასები შემცირდა.
ფასების ეს კლებაც დაღმავალი მიმართულებით მოახდენს გავლენას. წელს ველოდებით მიზნობრივზე უფრო დაბალ ინფლაციას წლიურ გამოხატულებაში. დეკემბერში სავარაუდოდ, ორი პროცენტი ან ცოტა ნაკლებიც იქნება“, – განაცხადა ნადარაიამ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |