რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისისკემ მიემართება, სადაც "მკაცრ, მაგრამ არაძალადობრივ" მიტინგს გამართავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
347 03 ივლისი 2022, 22:34

გვჭირდება სამი ათასი ადამიანი. არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად სამი ათასი ადამიანი, რომლებსაც გავუძღვებით და მივალთ "ქართული ოცნების"  ცენტრალურ ოფისთან, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რუსთაველზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი მშვენიერაძემ.

"დანარჩენები ვრჩებით აქ. იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია. თუ ხელისუფლება მომდევნო წუთების განმავლობაში არ გადადგამს ნაბიჯებს უკან, ბევრი ასეთი კერა გაჩნდება. მე რომ აქ აღარ ვიქნები, დანარჩენს ჩემი თანამებრძოლები გეტყვიან. ჩვენი იქ მისვლა უნდა იყოს არაძალადობრივი. ძალადობა აწყობს ხელისუფლებას", - განაცხადა მშვენიერაძემ. 

ამ დროისთვის, რუსთაველზე მიმდინარე აქციიდან გამოიყო აქციის მონაწილეთა გარკვეული რაოდენობა და მომიტინგეები მიემართებიან "ქართული ოცნების" ოფისთან. 

გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისთან გაიმართება მკაცრი, მაგრამ არაძალადობრივი მიტინგი, რის შემდეგაც დაბრუნდებიან რუსთაველზე, სადაც ღამის გათენებას აპირებენ, ხოლო დილით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დახვდებიან სამსახურთან. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი