მარტიდან საბანკო რეგულაციები გამარტივდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
761 28 თებერვალი 2020, 12:05

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ ფიზიკური პირებისთვის საბანკო რეგულაციების გამარტივება მარტიდან იგეგმება.

„ამ ცვლილებების ძირითადი მიზანია, რომ ბიუროკრატიული ბარიერები მოვხსნათ. ცვლილებების მიზანი ნამდვილად არაა, რომ რაღაც მასშტაბური მაკროეკონომიკური ეფექტი ჰქონდეს და დაკრედიტება საგრძნობლად გაიზარდოს. 2019 წელს ჯამურად, ამ რეგულაციების ეფექტის მიუხედავად საკმაოდ კარგი ზრდა გვქონდა, მათ შორის რითეილის და განსაკუთრებით იპოთეკური სესხების მიმართულებით. ამიტომ, რაღაც ფუნდამენტურ შერბილებაზე საუბარი არაა.

გეგმა კვლავ არის, რომ მარტში მოხდეს ამის დაანონსება. გარკვეული დრო ალბათ ბანკებსაც დასჭირდებათ, რომ ახალ წესებზე გადაეწყონ. კონკრეტულ თარიღზე ბანკებთან ერთად ჩამოვყალიბდებით, თუმცა ძალიან ახლოს ვართ, თითქმის ბოლოში ვართ გასული“, - აცხადებს ლეჟავა.

შეგახსენებთ, 2019 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული, ფიზიკურ პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება, რომლის თანახმადაც სესხის გამცემი ვალდებულია მსესხებლის გადახდისუნარიანობა შეაფასოს. ამასთან, დაწესდა სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალურ ზღვრები შემოსავლებთან მიმართებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ფოჩხუა გიორგი გახარიაზე: კაცი უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა და მაშინ არ იცოდა, ვინ მდიდრდებოდა და ვინ არა. თუ პირიქითაა, იქნებ მისი ნაცნობ-მეგობრები გამდიდრდნენ „ქართულ-ჯიგრულ“ პონტში?[[[[[
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინული ძალები ყირიმში წელს იმიტომ ვერ შევიდნენ, რომ დასავლეთმა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
არქივი