ვატო შაქარიშვილი: კასიანოვი, ამჯერად უკვე საკუთარ ხალხს ემუქრება, რომ მეორედ აქცევს ლტოლვილებად, ვისაც მისი ბოსების “დამსახურებით” ერთხელ უკვე მოუწია იძულებით გადაადგილება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
360 25 იანვარი 2023, 12:04

კასიანოვი, ამჯერად უკვე საკუთარ ხალხს ემუქრება, რომ მეორედ აქცევს ლტოლვილებად, ვისაც მისი ბოსების „დამსახურებით“ ერთხელ უკვე მოუწია იძულებით გადაადგილება. საინტერესოა, ამ განცხადებამდე ერთ უკრაინელს მაინც თუ ჰკითხა აზრი, თუ იცის მათი ყოფის შესახებ?! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი წერს.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ჩვენზე დიდი თანამდგომი უკრაინას არ ჰყავს. კასიანოვს და ზელენსკის ეს ნამდვილად არ აინტერესებთ, რადგან სხვა ბოროტი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ ხალხმა ნამდვილად იცის, მათთვის რა უფრო ძვირფასია - ნახვეწარი და ძალით გადაცემული ტანკი თუ გულით გამოწვდილი დახმარების ხელი.

„კასიანოვი, ამჯერად უკვე საკუთარ ხალხს ემუქრება, რომ მეორედ აქცევს ლტოლვილებად, ვისაც მისი ბოსების “დამსახურებით” ერთხელ უკვე მოუწია იძულებით გადაადგილება. საინტერესოა, ამ განცხადებამდე ერთ უკრაინელს მაინც თუ ჰკითხა აზრი, თუ იცის მათი ყოფის შესახებ?! როგორ გრძნობენ თავს საქართველოში და როგორ თანაცხოვრობენ ქართველებთან?! კმაყოფილები არიან თუ არა უმოკლეს ვადებში უკრაინელი ბავშვებისთვის გახსნილი სკოლებით, მიწოდებული სამედიცინო სერვისებით, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობით, ხალხის მხრიდან გულწრფელი სოლიდარობით?! ამხნევებთ თუ არა თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში გადმოფენილი უკრაინის დროშები?! იღებენ თუ არა მსუყე შემოსავალს იმ ბიზნესიდან, რომელიც საქართველოში წამოიწყეს?! იციან თუ არა, როგორ ცხოვრობენ სხვა უკრაინელები ევროპის ქალაქებში კარვებსა და სახელდახელოდ მოწყობილ ლტოლვილთა ბანაკებში?! რა წყევლაა ეს უმადურება?! ჩვენი ლტოლვილები ვერ მიგვიხედია ღირსეულად, ბევრს დღემდე ჭერი ვერ მივეცით და ვერც მათი სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესეთ ამდენი წლის თავზე… ამ დროს, მთელი ერი, ბერი და სახელმწიფო დავირაზმეთ უკრაინელების დასახმარებლად, ალბათ ეს იმიტომაც რომ საკუთარ თავზე გვაქვს განცდილი ეს ტკივილი, ვიცით რას ნიშნავს, როცა შენს მშობლიურ სახლ-კარს და ოჯახის წევრებს იძულებით ტოვებ… ჩვენზე დიდი თანამდგომი უკრაინას არ ჰყავს! კასიანოვს და ზელენსკის ეს ნამდვილად არ აინტერესებთ იმიტომ, რომ სხვა ბოროტი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ ხალხმა ნამდვილად იცის, მათთვის რა უფრო ძვირფასია - ნახვეწარი და ძალით გადაცემული ტანკი თუ გულით გამოწვდილი დახმარების ხელი! ასე რომ, ისე არ ქნას კასიანოვმა თავად დასჭირდეს საქართველოდან ევაკუაცია!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასიურად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებზე: რაც არის ქართველი ხალხისთვის კარგი, იმას გავითვალისწინებთ, რაც არ არის კარგი ქართველი ხალხისთვის, იმას არ გავითვალისწინებთ
შალვა პაპუაშვილი: ნიდერლანდების, დანიის საელჩოების ფულით დაფინანსებული „ენჯეო“ ულტიმატუმს უყენებდა პარლამენტს, შემდეგ მცდელობა ჰქონდათ, მშვიდობიანი აქცია გასცდენოდა მშვიდობიან ფარგლებს - ვფიქრობ, საელჩოებმა უნდა დააფიქსირონ პოზიცია
გია აბაშიძე - ქართველი ერის დაკვეთაა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ასრულებს, ვასალობის ეპოქა დასრულდა, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს პრივილეგიებსა და ანტისახელმწიფოებრივ გრანტებს შეგუებულთათვის
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე, ეს კანონი სჭირდება ხალხს
რა შუაში იყო საფრანგეთის პრეზიდენტი საერთოდ ვერ ვხვდები - პრეზიდენტი უჩივის თავის ქვეყნის, ხალხის ხელისუფლებას სხვა ხალხის ხელისუფლებასთან
არქივი