გამოიკვეთება სფეროები, სადაც ბიზნესმა შეიძლება, ზარალი განიცადოს და ყველა ტიპის მხარდაჭერის ზომა იქნება განხილული-რომან კაკულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
687 12 მარტი 2020, 15:31

პარლამენტის ეკონომიკური და დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ეკონომიკა კორონავირუსის გამო გარკვეულ წნეხს განიცდის.

მისი თქმით, ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემების წინასწარ გასაანალიზებლად, პრემიერის მხრიდან ეკონომიკურ გუნდს დღის ბოლომდე შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება უკვე დაევალა.

„მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ დღეს ეკონომიკა მთლიანობაში გარკვეული წნეხის ქვეშ არის კორონავირუსის გამო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ამიტომ, პრემიერის მხრიდან ეკონომიკურ გუნდს დავალებული აქვს, დღის ბოლომდე, ყოველმხრივი ღონისძიებები შეიმუშავოს. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროზე. გაცილებით ფართო ჩართულობა იქნება, რათა მოხდეს ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემების წინასწარი გაანალიზება, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ასევე, დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები“ ,- განაცხადა რომან კაკულიამ.

კაკულიას განმარტებით, გამოიკვეთება ყველა ის სფერო, სადაც შეიძლება, ბიზნესებმა ზარალი განიცადონ და მხარდაჭერის ზომების განხილვაც მოხდება.

კაკულიამ თავი შეიკავა წინასწარ საუბრისგან, თუ რა იქნება ეს ღონისძიებები.

„თავდაპირველად კონცენტრირებული ვიყავით ტურიზმზე, თუმცა ახლა ვფიქრობ, გამოვკვეთავთ ყველა იმ სფეროს, სადაც შეიძლება, ბიზნესებმა ზარალი განიცადონ. ყველა ტიპის მხარდაჭერის ზომები იქნება განხილული. თავს შევიკავებ, წინასწარ დავასახელო ეს ღონისძიებები“ ,- აღნიშნა რომან კაკულიამ.

რაც შეეხება ლარის კურსს, რომან კაკულია ამბობს, რომ ყველა ის ფაქტორი, რომელიც კურსზე მოქმედებს, დღეს რისკის ქვეშაა.

„ეს შეეხება სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვებს, ექსპორტს, ტურიზმს. ასეთ დროს, როცა წინ გაურკვეველი მომავალია, მოლოდინები ყოველთვის ზემოქმედებს ლარის კურსზე“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
ჯორჯია მელონი: „ჰამასი“ ისრაელს არ დაესხმებოდა თავს, მანამდე რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო
არქივი