პოლიტიკურ თამაშს ჰგავს განცხადებები, რომ თურმე ვიღაც ინვესტორები წავიდნენ, რომ ხაზარაძე გააკეთებს შეხვედრებს, ოღონდ გვარებს არ დაასახელებს ვისთან, ეს სპეკულაციაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1086 16 ოქტომბერი 2019, 21:15

,,ვფიქრობ, რომ პრობლემას თვალი უნდა გავუსწოროთ. თემები, რომლებიც ანაკლიის პორტის პარალელურად წამოიჭრა საკმაოდ შემაშფოთებელია და მათ სამართლებრივი შინაარსი აქვთ. მთავარ კითხვებზეა პასუხი გასაცემი - არის თუ არა დანაშაული 17 მილიონის საქმეში. თუ ეს დამტკიცდა, პრეტენზია ვეღარ ექნებათ ადამიანებს, რომ შეუძლიათ საერთაშორისო დონეზე გაუძღვნენ პროექტს“, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ,,ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 ,,რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და როდესაც ისმის ბრალდება, რომ ხელისუფლებას ამერიკული ბიზნესის გაწევა სურს საქართველოდან, უნდა ითქვას, რომ არავითარი ამერიკული თუ ბრიტანული ფული ეს არ არის, ლაპარაკია ყაზახურ კომპანიაზე. ეს არის და ეს. აქვე ვიტყვი, რომ ყაზახების საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს. მამუკა ხაზარაძის შემოთავაზებებზე და განცხადებებზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავრობა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საკმაოდ მყარ პოზიციებზე დგას. მათ ყველაზე კარგად იციან რა იყო რეალური წინადადებები კომპანიებისგან და რა იყო ანაკლიის პორტის განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი. ეს სიტყვების თამაში და ბრალდებები, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? , მიუთითებს კონსორციუმის სუსტ პოზიციებზე. გაგახსენებთ, რომ ამერიკის არა თუ ბიზნესი, არამედ სახელმწიფო დაფინანსებით შემოვიდა შავ ზღვაში და მრავალი მილიონის ინვესტიციას ახორციელებს. პოლიტიკურ თამაშს ჰგავს განცხადებები, რომ თურმე ვიღაც ინვესტორები წავიდნენ და ისინი ახლა ხმას არ იღებენ, რომ ხაზარაძე გააკეთებს შეხვედრებს, ოღონდ გვარებს არ დაასახელებს ვისთან. ეს არ არის საქმიანი ლაპარაკი. ჩანს, რომ მისი აქტივობების მთავარი განმაპირობებელი არის პოლიტიკური პროცესი. არ მინდა ვინმემ ცუდად გაიგოს, მაგრამ ეს სპეკულაციას ჰგავს“, აცხადებს გია ვოლსკი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სავალუტო ფონდი: პოზიტიური ნიშანია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა და საერთაშორისო რეზერვები შეავსო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
„ხალხის ძალას“ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა
Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა და საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს კი 5.6 პროცენტამდე ზრდის
2025 წლის აპრილის, მონაცემებით საქართველოს ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 4.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო წლის ბოლოს ჩვენივე პროგნოზით მისი მოცულობა 4.8 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდება
არქივი