უცხოელი ინვესტორი „მთავარ არხს“ უჩივის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
856 17 ოქტომბერი 2019, 18:10

„მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს ინვესტორმა მენი ბენიშმა „ცილისმწამებლური სიუჟეტი“ უწოდა და „კომპანიის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის“ გამო არხს სასამართლოში უჩივის. ამ საკითხზე „ბი ემ ჯი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი მენი ბენიშმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სარჩელზე მისი იურისტები უკვე მუშაობენ. 

„მსურს გამოვეხმაურო იმ ცილისმწამებლურ სიუჟეტს, რომელიც საქართველოში, „მთავარ არხზე“ გავიდა. ეს იყო ყოველგვარი დასაბუთების, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაკეთებული სიუჟეტი, რომელზეც მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავიდანვე გარკვეული პირთა წრის დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული, რა დროსაც სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ დააყენეს ჩემი კომპანიის რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ.

„ბი ემ ჯი ჰოლდინგი“ არის ჩემს საკუთრებაში არსებული, დომენიკის რესპუბლიკაში ჩემსავე სახელზე რეგისტრირებული კომპანია, რომელიც დეკლარირებულია ისრაელის საგადასახადო დეპარტამენტში და იხდის ისრაელის კანონმდებლობით დაწესებულ ყველა გადასახადს. ამ კომპანიის მეშვეობით ვეწევი სრულიად ღია, საჯარო საქმიანობას, ვახორციელებ ინვესტიციებს და არსად, არცერთ დოკუმენტში, არასდროს დამიმალავს, რომ მისი მფლობელი სწორედ მე ვარ. აღნიშნული კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი გახლავთ თენგიზ წულაია. საქართველოში კომპანიის საბანკო ანგარიშები გახსნილი გვქონდა „პროგრეს ბანკში“, „თიბისი ბანკის“ მიერ „პროგრეს ბანკის“ შესყიდვის შემდეგ კი ჩვენი ანგარიშები „თიბისი ბანკშია“ განთავსებული და, რა თქმა უნდა, ჩვენს ანგარიშებთან დაკავშირებით არასდროს არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებულა.

სამწუხაროდ, გუშინ, ქართული ტელევიზია „მთავარი არხის“ ეთერში, გავიდა სრულიად გაუგონარი და გამოგონილი სიუჟეტი „ბი ემ ჯი ჰოლდინგთან“ და მის საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებით. ჩვენი კომპანია წლებია წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე, ახორციელებს ინვესტიციებს და შესაბამისად, სხვადასხვა ტრანზაქციებს და არავითარ კანონდარღვევასთან, არავითარ საეჭვო ოპერაციასთან, არასდროს კავშირი არ ჰქონია, არც მაშინ, როდესაც ჩვენი ანგარიშები „პროგრეს ბანკში“ იყო განთავსებული და არც მას შემდეგ, როდესაც ეს ანგარიშები „თიბისი ბანკში“ გადავიდა. ამ ცილისწამებლურ სიუჟეტს, ვიღებთ, როგორც ჩვენი კომპანიის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას, რომელიც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების, უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული, რაც პირდაპირ აზიანებს ბიზნეს გარემოს საქართველოში.

ამ საკითხზე ჩემი იურისტები უკვე მუშაობენ და უახლოეს მომავალში წარვადგენ სარჩელს „მთავარ არხის“ წინააღმდეგ ცილის წამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. მე, ჩემს კომპანიასა და ჩემს პარტნიორ ინვესტორებს ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული საქართველოში და თითოეული მათგანი კანონის სრული დაცვითაა შესრულებული. ჩვენ გვიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი და ასეთი არაკეთილმოსურნეები ვერ შეგვიშლიან ხელს ინვესტიციების განხორციელებაში. განცხადებას თან ვურთავ დოკუმენტს, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ „ბი ემ ჯი ჰოლდინგი“ (რომლის შვილობილი კომპანიაა „ბი ემ ჯი ჯორჯია“) აღიარებული და დეკლარირებულია ისრაელის საგადასახადო დეპარატამენტში, შესაბამისად, მისი საქმიანობა სრულიად ღია, გამჭვირვალე და კანონიერია.“ - ნათქვამია განცხადებაში. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი