გიორგი ქობულია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ვერ დაარწმუნეს ინვესტორები, რომ ანაკლია კარგი პროექტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
842 19 ოქტომბერი 2019, 14:05

„ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ვერ დაარწმუნეს ინვესტორები, რომ ანაკლია კარგი პროექტია“ - განაცხადა ტვ პირველის ეთერში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ამასთან, მისი თქმით, ჯერ დრო არ არის, ანაკლია მხოლოდ სახელმწიფომ ააშენოს.

“თუ პროექტში არის ინვესტორი, ის აქამდეც მოძიებული იქნებოდა. პრაქტიკულად ამოწურულია ამის რესურსი. ამოწურულია იმიტომ რომ ის ძალიან დიდი დამძიმება, რომელიც მოიტანეს საფინანსო ინსტიტუტებმა, არ გვჯერა ამ პროექტისო და მოგვიტანეთ სახელმწიფოს გარანტიაო. ეს პროექტი შეუძლია, რომ სახელმწიფომ გააკეთოს, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ ჯერჯერობით ამის დრო არ არის. ჯერჯერობით ის სიმძლავრეები, რომლებიც ჩვენ გვაქვს გადაზიდვისთვის, არის საკმარისი იმისთვის რომ გავატაროთ ის ტვირთი, რაც მოდის” - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, ფულში პროექტის განხორციელება შეფასებულია.

„ეს არის 600 მილიონი დოლარი. ეს არ უნდა წავიდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მე უნდა შევახსენო მაყურებელს, რომ ფინანსირების სტრუქტურა ისეთია 200 მილიონი სახელმწიფოს კაპიტალი და ინვესტორების კაპიტალი, 400 მილიონი არის სესხი პირველ ფაზაში. ანალოგიური სტრუქტურით წავა შემდეგ ფაზებიც ალბათ. სახელმწიფო ამ შემთხვევაში მენეჯერის ფუნქციითაც გამოვა და კაპიტალში შევა, რა თქმა უნდა გარანტიის მიცემაც არ იქნება საჭირო. იმიტომ რომ სახელმწიფო პროექტი იქნება თუ ამის გაკეთება უნდათ. მაგრამ მე ვიმეორებ, არ მგონია, ეს არის საუკეთესო საშუალება დღეს ფულის დახარჯვის ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან. ამის განუხორციელებლობის შემთხვევაში ბევრს არაფერს დაკარგავს კი არა შეიძლება მოიგოს კიდეც. ის ინვესტიციები რაც უნდა დაიხარჯოს ამ პროექტში, შეიძლება დაიხარჯოს ბევრად უფრო საჭირო საქმეში, იგივე იმ რეგიონში. რეგიონში, სადაც გვაქვს უნიკალური სანაპირო ზოლი, ინფრასტრუქტურა ტურიზმისთვის. სადაც უკვე კერძო ინვესტორები ააშენებდნენ სასტუმროებს. 100 მილიონი დოლარი უნდა ჩადოს სახელმწიფომ მარტო კაპიტალში და 100 მილიონი კიდევ ინფრასტრუქტურაში, რკინიგზაში და ა.შ ასეთი თანხით შეიძლება შესანიშნავი ინფრასტრუქტურის გაკეთება ტურიზმისთვის. ასეთ შემთხვევაში მოხდებოდა რეგიონის ძალიან ძლიერი განვითარება. მე საერთოდ არ ვარ მომხრე შეთქმულების თეორიების. ვიღაცის ინტერესი დევს, იქიდან რუსეთი, აქედან აშშ-ის. ეს არ არის სერიოზული ლაპარაკი” - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი