ზურაბ ქადაგიძე კანადაში „გამჭვირვალობის კანონის" დამტკიცებაზე: ეს პროცესი შარშან დაიწყო საქართველომ და მთელმა მსოფლიომ აიტაცა - დიახ, ყველაზე დიდი გამოწვევა უკონტროლო უცხოური ფინანსები და გაუმჭვირვალე ანგარიშვალდებულებებია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 20 ივნისი 2024, 20:59

დიახ, ყველაზე დიდი გამოწვევა უკონტროლო უცხოური ფინანსები და შესაბამისად, გაუმჭვირვალე ანგარიშვალდებულებებია. ყველა ქვეყანა ცდილობს მოაწესრიგოს კანონმდებლობა ისე, რომ მინიმალური ზიანი მიიღოს მისმა საზოგადოებამ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, რითაც ეხმიანება კანადის სენატის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონის დამტკიცებას.

ქადაგიძის განცხადებით, ეს პროცესი, გასულ წელს, საქართველოდან დაიწყო და სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს.

„ეს პროცესი შარშან დაიწყო საქართველომ და მთელმა მსოფლიომ აიტაცა. დიახ, ყველაზე დიდი გამოწვევა უკონტროლო უცხოური ფინანსები და შესაბამისად, გაუმჭვირვალე ანგარიშვალდებულებებია.

ყველა ქვეყანა ცდილობს მოაწესრიგოს კანონმდებლობა ისე, რომ მინიმალური ზიანი მიიღოს მისმა საზოგადოებამ. ამიტომაც იყო და რჩება საქართველოსთვის გამჭვირვალობა პრიორიტეტად და ზუსტადაც, საპარლამენტო უმრავლესობის პრინციპული და შეუპოვარი გადაწყვეტილება, სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია!

პატიოსანი ორგანიზაციები უფრო მეტად დაფასდებიან საზოგადოების მხრიდან, როდესაც რეესტრში ასახავენ საკუთარ ნამოქმედარს, ხოლო უსამშობლო „აგენტოკრატებმა” კი დეკლარაციები გაამზადეთ, მალე მოგიწევთ ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშგება!" - წერა ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მისთვის თავიც გავწირო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახარე, – განაცხადა დვალიშვილმა
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია
ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში
გიორგი ქოჩორაშვილი: ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ - სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია
გურამ კაშია: გილოცავთ მოგებას. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. შევეცდებით, რომ ასე გავაგრძელოთ. მოკლედ, საქართველო ფორმაშია
არქივი