ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს თამაში საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო არ იყოს ევროპის ჩემპიონატზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 26 ივნისი 2024, 20:25

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს თამაში საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო არ იყოს ევროპის ჩემპიონატზე და შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთ-ერთი ძლიერი გუნდი დავამარცხოთ, - ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიის ნაკრებთან მატჩისწინა პრესკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

მან პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ერთადერთი შანსი რაც გვაქვს, არის მოგება. ბიჭებს ყველაფერი გააზრებული გვაქვს, კონცენტრირებულები ვართ იმაზე, რომ პორტუგალიასთან უნდა გავიდეთ თამაშზე და მაქსიმუმი დავდოთ, ყველამხრივ დავიხარჯოთ და გავაკეთოთ ის, რაც ჯერჯერობით არ გაგვიკეთებია. იმედი გვაქვს, გვჯერა ჩვენი თავის, ქართველი გულშემატკივრების, რომ მოვლენ და მხარს დაგვიჭერენ“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი