92
29 ივნისი 2024, 17:17
საქართველოს ეროვნულ ნაკრები ჯგუფური ეტაპის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, სადაც ქართველი ფეხბურთელები სხვადასხვა ასპექტში გამოირჩევიან.
სამი ტურის შემდეგ, ყველაზე მეტი, 12-ი მოგებული ორთაბრძოლით გიორგი ჩაკვეტაძე ლიდერობს და უსწრებს ისეთ ფეხბურთელს, როგორიც მადრიდის რეალის ნახევარ მცველი ჯუდ ბელინგემია.
წარმატებულ დრიბლინგებში მოწინავე პოზიციაზეა ხვიჩა კვარაცხელია. იგი მხოლოდ 1 დრიბლინგით ჩამორჩება ფრანგ უსმან დემბელესა და ბელგიელ ჯერემი დოკუს.
ხიფათის გამანეიტრალებელთა ხუთეულში ორი ქართველი მოხვდა. მეორე მესამე პოზიციებს 29 შედეგიანი შეტევის ჩაშლით გურამ კაშია, ხოლო 20-ით ლაშა დვალი იკავებენ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |