ბუდუ ზივზივაძე: ერთი წლის წინ ალბათ წარმოუდგენელი იყო, რომ ასე ვინმე დაგხვედროდა კორპუსში და შენი ნახვა ნდომებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 02 ივლისი 2024, 20:23
ერთი წლის წინ ალბათ წარმოუდგენელი იყო, რომ ასე ვინმე დაგხვედროდა კორპუსში და შენი ნახვა ნდომებოდა, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ერთი წლის წინ ალბათ წარმოუდგენელი იყო, რომ ასე ვინმე დაგხვედროდა კორპუსში და შენი ნახვა ნდომებოდა. ახლა უკვე შეიცვალა სიტუაცია, რაც ძალიან სასიხარულოა. ძალიან ამაღელვებელია და კარგი იქნება [მსვლელობა], რადგან ნაკრები იმიტომ ჩამოვედით, რომ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადოთ და პატივი ვცეთ, ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობდა. ფეხბურთელებისთვისაც და გულშემატკივრებისათვისაც კარგი ჟესტი იქნება, რომ ერთმანეთს შევხვდებით თავისუფლების მოედანზე. ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა როგორც გერმანიაში, ისე საქართველოდან ძალიან დიდი მადლობა. იამაყონ ნაკრებით, რადგან მართლაც საამაყო ნაკრებია და ჰქონდეთ ჩვენი იმედი“, - აღნიშნა ზივზივაძემ.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საქართველოში დღეს დილას დაბრუნდნენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე „ჯვაროსნების“ დახვედრის ღონისძიება გაიმართება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი