სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
UEFA-ს გამოკითხვაში, 12 საუკეთესო ფეხბურთელს შორის, დიდი უპირატესობით გიორგი მამარდაშვილი ლიდერობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 07 ივლისი 2024, 17:55

რამდენიმე საათის წინ უეფას ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოკითხვა დაიდო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეების სელფების ფონზე, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სოციალური ქსელი არჩევანს 12 ფეხბურთელზე აკეთებს და გულშემატკივარს ეკითხება, რომელია მათი ფავორიტი ფოტო.

გამოკითხვაში დიდი უპირატესობით გიორგი მამარდაშვილი ლიდერობს. ქართველი მეკარე შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში დაასახელეს. გარდა ამისა, ის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. გიორგიმ ევრო 2024-ზე 30 დარტყმა მოიგერია, რითაც კონტინენტის პირველობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი