პარიზის ოლიმპიადა დღეს მდინარე სენაზე გაიხსნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 26 ივლისი 2024, 11:00

დღეს, 26 ივლისს თბილისის დროით 21:30 საათზე პარიზში, 33-ე ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

„სპორტსმენებისთვის ეს განსაკუთრებული მომენტი იქნება, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ. წარმოიდგინეთ, თამაშები მდინარე სენაზე და მის გარშემო, სადაც უამრავი მაყურებელი შეიკრიბება. ამით ყველა ისიამოვნებს, ეს უნიკალური გამოცდილებაა. მოვიხმობ სპორტსმენებს მთელი მსოფლიოდან პარიზში, საფრანგეთში, რათა ერთად აღვნიშნოთ 33-ე ოლიმპიადა, რომლის დევიზიც არის: უფრო სწრაფად, მაღლა, ძლიერად, ერთად.“, – აღნიშნავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი.

პარიზის თამაშების გახსნს ცერემონია ოლიმპიური სტადიონის ნაცვლად მდინარე სენაზე გაიმართება, სადაც მონაწილეები ნავებით გაცურავენ, მაყურებლები კი ნაპირიდან მიადევნებენ თვალს. ოლიმპიური ჩირაღდანი კი სწორედ 26 ივლისის ღამით დაასრულებს ოთხწლიან მოგზაურობას საბერძნეთიდან პარიზამდე. აენთება ოლიმპიური ცეცხლი და თამაშებიც დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი