პირველ რიგში მადლობა უფალს, რომ მე ამომირჩია და მე შემაძლებინა ეს ყველაფერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 01 აგვისტო 2024, 01:08

პირველ რიგში, მადლობა უფალს, რომ მე ამომირჩია და მე შემაძლებინა ეს ყველაფერი, რომ გავმხდარიყავი საქართველოში ის ერთადერთი, ვინც შეძლო ორი ოლიმპიური ოქროს მოიპოვება. რა თქმა უნდა ღმერთის გარეშე ასეთი რამეები არ ხდება“, - ამის შესახებ ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რთული ბრძოლა იყო თუმცა ყველაფერი კარგი, რთული მისაღწევია.

„პირველ რიგში, უდიდესი მადლობა უფალს, შემდეგ ჩემს ხალხს. ვიცი, რომ უბედნიერესია ჩემი სამშობლო დღეს და ამის მიზეზი ვარ მე და ქართველი კაცისთვის, პატრიოტი ადამიანისთვის, ამაზე მაგარი არაფერი არ არის. შეჯიბრზე ვიტყვი, რომ ძალიან რთული იყო. ძალიან რთულია ზოგადად, რომ იომო სისხლის ბოლო წვეთამდე და მიაღწიო, მაგრამ ყველაფერი კარგი, რაც არის ვფიქრობ, რომ რთულად მისაღწევია“,-აღნიშნა ლაშა ბექაურმა.

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური, ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა. მეტოქე დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.

ფინალამდე სპორტსმენმა მერვედფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით სძლია, ნახევარფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მისთვის თავიც გავწირო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახარე, – განაცხადა დვალიშვილმა
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია
ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში
გიორგი ქოჩორაშვილი: ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ - სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია
გურამ კაშია: გილოცავთ მოგებას. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. შევეცდებით, რომ ასე გავაგრძელოთ. მოკლედ, საქართველო ფორმაშია
არქივი