ვლადიმერ გამყრელიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 08 აგვისტო 2024, 22:42

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები გუნდიდან ოლიმპიურ ხალიჩაზე პირველი გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ).

ქართველი ფალავანი მისთვის სადებიუტო თამაშებში მერვედფინალიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში ორთაბრძოლა მოუწია უზბეკეთის წარმომადგენელთან.

სამწუხაროდ, გამყრელიძე დამარცხდა და დამოკიდებული გახდა მეტოქის ფინალში გასვლაზე. უზბეკი ფალავანი მეოთხედფინალში დამარცხდა, გამყრელიძე კი ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.

ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი