გივი მაჭარაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 11 აგვისტო 2024, 14:48

პარიზის ოლიმპიადაზე გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში ქართველი ფალავანი ბაჰრეინის წარმომადგენელ ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა.

27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელია.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე უკვე შვიდი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო. გუშინ კი ოქროს მედლები მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლუკა ლოჩოშვილი: ალბანეთი სახლში ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია - მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს
ვილი სანიოლი: ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან
ვილი სანიოლი - ალბანეთში რთულ გარემოში თამაში გველის, ძლიერ გუნდს ვხვდებით, ეს ფეხბურთელებისთვის დამატებით მოტივაციაა - შევეცდებით, ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ, როგორც ჩეხეთთან მოვახერხეთ
პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ხვალ ბრინჯაოს მედალოსანი აკაკი ჯინჭარაძე დაბრუნდება
საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა
არქივი