გენო პეტრიაშვილი: ხანდახან ვფიქრობ, კიდევ ხომ არ მძინავს - ჩემს გამარჯვებას ყოველთვის გმირებს ვუძღვნი, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დაიცვეს და ასახელეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 14 აგვისტო 2024, 10:08

ჩემს გამარჯვებას ყოველთვის ჩემს გმირებს ვუძღვნი, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დაიცვეს და ასახელეს და ჩემს სამშობლოს, - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა გორში განაცხადა, სადაც მას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

მან გორელ ქომაგებს და სრულიად საქართველოს მადლობა გადაუხადა გულშემატკივრობისთვის,

„ხანდახან ვფიქრობ, კიდევ ხომ არ მძინავს, დაუჯერებელია. ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ჩემს გამარჯვებას ყოველთვის ჩემს გმირებს ვუძღვნი, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დაიცვეს და ასახელეს და ჩემს სამშობლოს. პირველ რიგში ჩემს შინდისელ გმირებს ვენაცვალე, მათი ცოცხლად გამარჯვება იყოს“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ირანელი ფალავანი 0:9 დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.

პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო და მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლუკა ლოჩოშვილი: ალბანეთი სახლში ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია - მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს
ვილი სანიოლი: ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან
ვილი სანიოლი - ალბანეთში რთულ გარემოში თამაში გველის, ძლიერ გუნდს ვხვდებით, ეს ფეხბურთელებისთვის დამატებით მოტივაციაა - შევეცდებით, ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ, როგორც ჩეხეთთან მოვახერხეთ
პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ხვალ ბრინჯაოს მედალოსანი აკაკი ჯინჭარაძე დაბრუნდება
საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა
არქივი