37
21 სექტემბერი 2024, 20:09
ლეგენდების ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები „მილანს“ 1:0 ანგარიშით ამარცხებს.
გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა.
შეხვედრის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
ცნობისთვის, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობს.
ამხანაგურ შეხვედრაში „მილანის" ძველი თაობის ფეხბურთელები: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები მონაწილეობენ.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სხვები თამაშობენ.
ხოლო მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |