USADA-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მეგობრობის თამაშების“ მონაწილეებს ოლიმპიადაზე არ დაუშვებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 29 სექტემბერი 2024, 16:14

სპორტსმენები, რომლებიც რუსეთის მიერ ორგანიზებულ „მეგობრობის თამაშებში“ გამოვლენ, ოლიმპიადაში მონაწილებას ვერ შეძლებენ.

ამის შესახებ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს (USADA) პრეზიდენტმა ტრევის ტაიგერტმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„თუ ვინმე აპირებს მონაწილეობას იმ თამაშებში, სადაც არ არის დოპინგ-კონტროლი და რომელიც არ არის სანქცირებული ჩვენი ქვეყნისა და სპორტული ფედერაციების მიერ, ამ შემთხვევაში ასეთი სპორტსმენები ვერ გამოვლენ ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა ტაიგერტმა.

„მეგობრობის თამაშების“ ჩატარება იგეგმებოდა 2024 წლის სექტემბერში მოსკოვსა და ეკატერინბურგში, მაგრამ ის 2025 წლისთვის გადაიტანეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი