ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე ალბანეთთან მოახლოებული მატჩისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 13 ოქტომბერი 2024, 16:29

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საგურამოში პრესკონფერენცია გამართა და ერთა ლიგაზე ალბანეთთან მოახლოებული მატჩისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

„უკრაინასთან თამაში ცუდად დავიწყეთ და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი. იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება.

რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, არგამოძახების მიზეზი მხოლოდ დამღლელი მგზავრობა არაა, მას ჩემს სისტემასთან ადაპტაცია უჭირს.

უკრაინასთან მარცხენა ფლანგზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, ასე იყო ჩეხეთთანაც შეხვედრის გარკვეულ პერიოდში. მიმაჩნია, ეს მხოლოდ ლოჩოშვილის ბრალი არაა, ის შეტევებში კარგად ერთვებოდა. კიტეიშვილი კი ჯანმრთელია და ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა.

ვის დავაყენებ ქოჩორაშვილის ნაცვლად და ხომ არ შევცვლი ტაქტიკას? ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ამას ხვალ ნახავთ. უკრაინასთან მატჩში მოგებაც შეგევძლო და ტაქტიკური ცვლილებები ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, მატჩი უკეთ დავიწყოთ და დავალებები შევასრულოთ.

ისევ ის გუნდი ვართ, რომელმაც ევრო 2024-ზე წარატებას მიაღწია. აუცილებელია, ჩვენი ღირებულებები, დისციპლინა შევინარჩუნოთ და წინსვლა გავაგრძელოთ“, – განაცხადა სანიოლი.

ერთა ლიგის B1 დივიზიონში საქართველოს ნაკრები ალბანეთს „მიხეილ მესხი არენაზე“ 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე უმასპინძლებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი