ლერი ხაბელოვი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 15 ნოემბერი 2024, 17:47

ლერი ხაბელოვი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ სეოკ-ის მოქმედი ხელმძღვანელი იყო – ოლიმპიური ჩემპიონი, ხუთგზის მსოფლიოს და ოთხგზის ევროპის ჩემპიონი ლერი ხაბელოვი.

დელეგატებმა ასევე აირჩიეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტები, გენერალურ მდივანი, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სეოკ-ის საპატიო წევრები. სეოკ-ის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომზადდა 35-წუთიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახულია დამოუკიდებელი ქართული ოლიმპიური მოძრაობის ისტორია. ასევე გამოიცა საიუბილეო კრებული.

დღესვე გაიმართება სხვადასხვა ნომინაციაში 2024 წლის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი