ვილი სანიოლი: სულ რაღაც 5 წლის წინ D ლიგაში ვიყავით, ახლა A-ში დაწინაურებას ვლამობთ. შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს. ოლომოუცში ამბიციურად მივემგზავრებით!..
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 17 ნოემბერი 2024, 01:45

სულ რაღაც 5 წლის წინ D ლიგაში ვიყავით, ახლა A-ში დაწინაურებას ვლამობთ. შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს. ოლომოუცში ამბიციურად მივემგზავრებით!.. ,- განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მეხუთე ტურში უკრაინასთან მატჩის ფრედ დასრულების შემდგომ.

„თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შეცდომის დაშვების შემდეგ გაგვიჭირდა. მეორე ტაიმი ჩემი აქ მოღვაწეობის პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შეცვლაზე შესული ფეხბურთელები კარგად ჩაერთნენ, ეს იმას ადასტურებს, რომ მენტალურად ყველაფერი რიგზეა. რაც არ მომეწონა, პრობლემა მომენტების რეალიზების ნაწილში გახლდათ.

მეტოქის გოლი გუნდმა მძიმედ მიიღო და მისგან გამოსასვლელად შესვენება დაგვჭირდა, სადაც ვისაუბრეთ და კარგია, ეს მოედანზე და შედეგში რომ აისახა. ზურიკო ჩაკვეტაძისგან განსხვავებული მოთამაშეა. მას დაცვა და ფლანგი უნდა გაეწელა და ასეც მოიქცა. კვირკველია გამოცდილი ფეხბურთელია, ის ერთ შანსს კიდევ იმსახურებდა და მიიღო კიდეც... გეგმა მქონდა, გოგლიჩიძეს უნდა ეთამაშა, რაც სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ერთა ლიგა შესარჩევი ეტაპის მოსამზადებელი ეტაპიცაა და როტაცია მისი შემადგენელი ნაწილია. სულ რაღაც 5 წლის წინ D ლიგაში ვიყავით, ახლა A-ში დაწინაურებას ვლამობთ. შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს. ოლომოუცში ამბიციურად მივემგზავრებით!.. თუ დავწინაურდებით, ეს ფანტასტიკურ გუნდს არ ნიშნავს და არც ვერ დაწინაურება იქნება ტრაგედია. მთავარი განვითარების პროცესია".

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი