საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთში ჩავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 18 ნოემბერი 2024, 00:43

საქართველოს ნაკრები ოლომოუცში ჩავიდა, სადაც ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

„ჯვაროსნები“ 18 ნოემბერს „ანდრუვ არენაზე“ ივარჯიშებენ. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართება ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია.

ჩეხეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ლაშა დვალი დაუბრუნდება, რომელმაც უკრაინასთან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

18 ნოემბრის განრიგი (ჩეხეთის დროით):

15:45 ჩეხეთის ნაკრების პრესკონფერენცია

16:30 ჩეხეთის ნაკრების ვარჯიში (საწყისი 15 წუთი ღიაა მედიისთვის)

17:30 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია

18:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (საწყისი 15 წუთი ღიაა მედიისთვის)

ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი