საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი პრეზიდენტის არჩევნები 20 მარტს გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 10 იანვარი 2025, 00:18

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი პრეზიდენტის არჩევნები 20 მარტს გაიმართება, – წერია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.

არჩევნები ჩატარდება ოლიმპიური კომიტეტის 144-ე სესიის რანგში, რომელსაც 19-21 მარტს უმასპინძლებს საბერძნეთის ქალაქი კოსტა-ნავარინო.

ახალი პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატები არიან: ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ხუან-ანტონიო სამარანჩი უმცროსი, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი სებასტიან კოე, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მორინარი ვატანაბე, ველოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დავიდ ლაპარტიანი, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰან ელიაში, იორდანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ფეისალ ალ-ჰუსეინი და ზიმბაბვეს სპორტის მინისტრი კირსტი ქოვენთრი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამჟამნიდელი პრეზიდენტი თომას ბახი ორგანიზაციას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი