ლევან მაჭავარიანი „ბათუმელების“ დირექტორის დაკავებაზე: კადრებში ვიხილეთ, რომ ხელს ურტყამს პოლიციელს, ასეთი ქმედება დაუსჯელი ვერ დარჩება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 12 იანვარი 2025, 17:21

რაც პირდაპირ კადრებში ვიხილეთ, ხელს ურტყამს პოლიციელს და ასეთი ქმედება დაუსჯელი ვერ დარჩება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატი გამოეხმაურა გუშინ, ბათუმში, აქციაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „ბათუმელების“ დამფუძნებელი პოლიციელზე თავდასხმის შემდეგ დააკავეს.

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც თავმოყვარე სახელმწიფოს შეეფერება. ასეთი აქტი რომ განეხორციელებინა ამ ქალბატონს აშშ-ში, საფრანგეთში, ან ბრიტანეთში, პირდაპირ ეთერში ვიხილავდით, როგორი რეაგირება მოჰყვებოდა ამას პოლიციის მხრიდან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

„ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე გუშინ დააკავეს. პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ ის ხელწერილით გაათავისუფლეს, შემდეგ კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ის ისევ დააკავეს. ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ინგა გურგენიძემ ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ასპარეზობა დაიწყო
ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის- ,,ბაკურიანი 2025“-ის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს - „ბაკურიანი 2025"-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს
არქივი