56
11 ივნისი 2025, 18:51

თბილისში საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის წყალბურთის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში მესამე მატჩი ისრაელის წინააღმდეგ გამართა. საქართველომ ისრაელი ანგარიშით 19:9 დაამარცხა და ჯგუფში ასპარეზობა პირველი ადგილით დაასრულა. ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ იასპარეზებენ.
შესარჩევ ეტაპზე ქართველმა წყალბურთელებმა პირველი მატჩი ბულგარეთის წინააღმდეგ გამართეს და სტუმრებს ანგარიშით 41:10 მოუგეს, მეორე მატჩში კი შვეიცარიელები 29:5 დაამარცხეს.
კონტინენტის პირველობა 2026 წლის 10-25 იანვარს ბელგრადში გაიმართება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |