ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 16 ივნისი 2025, 16:43

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა მოიგო სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) – ქართველმა ბულგარელი გრამატიკოვი 45 წამში იპონით დაამარცხა.

გრიგალაშვილი მეოთხედფინალში ბელგიელ კასეს ან არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელ უმაროვს დაუპირისპირდება.

ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ტურნირზე ჩატარებული ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი