გურამ თუშიშვილმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა და ფინალში იჭიდავებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 19 ივნისი 2025, 17:35

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, კორეელი კიმი დამატებით დროში იპონით დაამარცხა. ოქროს მედლისთვის გურამის მეტოქე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ინალ ტასოევი იქნება.

ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი