გურამ თუშიშვილი მსოფლიო ვიცე-ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 19 ივნისი 2025, 20:54

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) 

ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ინალ ტასოევთან წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

 მძიმეწონოსანმა ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, კორეელი კიმი დამატებით დროში იპონით დაამარცხა. 

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი