იაპონია ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
597 11 ივლისი 2020, 23:10

იაპონიის მთავრობა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პერიოდში კორონავირუსის პანდემიის ნაწილობრივ დასრულების შემთხვევაშიც განიხილავს ათლეტებისთვის და სტუმრებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს.

იაპონიამ უცხოელებისთვის საზღვრები თებერვალში ჩაკეტა, ზაფხულში კი შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნა. ქვეყანაში შესვლის აკრძალვა კვლავაც ვრცელდება 120-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებზე.

საზღვრების გახსნის საკითხს იაპონიის მთავრობის, ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის და ტოკიოს მთავრობის წარმომადგენლები სექტემბერში განიხილავენ. შესაძლოა, სწორედ ერთობლივი სხდომის შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდეს ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისთვის და სტუმრებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. ამასთან, იაპონიაში ჩასულებისთვის აუცილებელი იქნება კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება.

„ქვეყნის მთავრობის დახმარებით, ჩვენ გადავლახავთ პანდემიას და ჩავატარებთ ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც ჩვენი საერთო გამარჯვების მტკიცებულება გახდება,“ - განაცხადა ტოკიოს გუბერნატორმა იურიკო კოიკემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ხელმეორედ აირჩიეს ამ თანამდებობაზე.

კორონავირუსის პანდემიის გამო XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა.  ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.

ტოკიოში 206 ქვეყნის 11 ათასზე მეტ ათლეტს ელიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი