შესაძლოა, ტოკიო-2020-ის ოლიმპიური თამაშების გაუქმების საკითხი დადგეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
708 25 ივლისი 2020, 19:15

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის იოშირო მორის მოსაზრებით, ოლიმპიურ თამაშებზე მაყურებელთა რიცხვის მექანიკურად შემცირება შეუძლებელია, მაგრამ თამაშების უმაყურებლოდ ჩატარების საკითხის განხილვის შემთხვევაში, შესაძლოა, თამაშების გაუქმების საკითხიც დადგეს.

„მაყურებელთა რაოდენობის  შესამცირებლად საფუძვლიანი კრიტერიუმი უნდა არსებობდეს. თუ ისე მოხდა, რომ თამაშების ჩატარება მხოლოდ მაყურებელთა გარეშე იქნება შესაძლებელი, მაშინ ამაზე კარგად უნდა დავფიქრდეთ. ამ შემთხვევაში შეიძლება გაუქმების საკითხიც წამოიჭრას.

თუ, ვთქვათ, კვლავინდებურად ასეთი რთული ვითარება შენარჩუნდება, მაშინ ჩატარება შეუძლებელი იქნება. ამ საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია IOC-ს აქვს. ჩემი მხრიდან ჰიპოთეტურ კითხვებზე პასუხის გაცემა არ არის სწორი. მით უმეტეს, არა მგონია, ასეთი ვითარება კიდევ ერთ წელიწადს გაგრძელდეს," - განაცხადა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა იოშირო მორიმ.

ტოკიო-2020-ის პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი იმაზე იქინება დამოკიდებული, შემუშავდება თუ არა ვაქცინა და წამალი. ამასთან, ეჭვობს, რომ თამაშები კვლავაც გადაიდება: „2022 წლის ზამთარში პეკინის თამაშებია, 2024 წელს - პარიზის. ყველაფერი 2028 წლამდე არის გაწერილი. იმის ალბათობა, რომ პარიზი დაგვითმობს, არ არსებობს. ჩატარდება თუ არა ოლიმპიური თამაშები, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა კაცობრიობა კორონავირუსზე გამარჯვებას."

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა არცერთ „ენჯეოს“, არცერთ დიპლომატს არ დაუგმია
მამუკა მდინარაძე: უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, ტერაქტების მუქარის გამო, შესაძლოა, ჩაიშალოს
ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა
არქივი