სეოკ-მა სპორტის მენეჯმენტის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
614 01 აგვისტო 2020, 11:42

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სპორტის მენეჯმენტის კურსების წარმატებულ კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია.

სპორტის 6 სხვადასხვა   სახეობისა და სპორტული ორგანიზაციის  16  წარმომადგენელს ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  დიპლომები გადასცა  სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

2019-2020 წლებში სპორტის მენეჯმენტის  რიგით მე-6 კურსები  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პროგრამული დაფინანსებით  ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავს სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებული სპეციალისტების, მწვრთნელებისა და  მოხალისეების  კვალიფიკაციის ამაღლებას ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის ძირითად საკითხებზე.

პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, მენეჯმენტის კურსების მონაწილეებმა შეუფერხებლად შეძლეს ამომწურავი ინფორმაციის მიღება პროგრამით გათვალისწინებულ 6 თემაზე, კერძოდ, ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსებისა და ფინანსების მართვა, მარკეტინგი და მასშტაბური სპორტული ღონისძიების ორგანიზება.

პროექტი ითვალისწინებდა თეორიულ და დისტანციურ სწავლებას.

სპორტის მენეჯმენტის უმაღლეს კურსებს  უძღვებოდნენ სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, კურატორები და  მოწვეული ექსპერტები.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი