ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩიეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
640 11 სექტემბერი 2020, 20:34

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა დღეს ჩატარდა. ყრილობაზე, სხვა განსახილველ საკითხებთან ერთად, გაიმართა სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ერთადერთი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი იყო.

ჩატარდა ღია კენჭისყრა, რომლის შედეგადაც ყრილობაზე დამსწრე 117 დელეგატიდან მხარი ყველამ ლერი ხაბელოვს დაუჭირა. საგულისხმოა, რომ ხაბელოვი სეოკ-ის პრეზიდენტის მოვალეობებს მესამე ვადით შეასრულებს.

პირველ ვიცე-პრეზიდენტად კვლავ ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტებად მამუკა ხაბარელი და ნინო სალუქვაძე აირჩიეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი კვლავ ემზარ ზენაიშვილი იქნება.

ეროვნული ო,იმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრები იქნებიან: მარიამ გიორგობიანი, კონსტანტინე ლაშხი, ზურაბ კაკაბაძე, კახი კახიაშვილი, თამაზ გეგეშიძე, ალექსი ახვლედიანი, ლუკა კურტანიძე, ბესიკ ლიპარტელიანი, ჯამლეტ ხუხაშვილი, ჯემალ ძაგანია, რევაზ რობაქიძე, ვარლამ ლიპარტელიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი