ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
696 28 მარტი 2021, 17:06

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველი და რუმინელი მორაგბეების დაპირისპირება ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ანგარიშით - 28-17 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ შალვა მამუკელაშვილს მოედანი პირველივე ტაიმში დაატოვეს და ფაქტობრივად, მთელი მატჩის განმავლობაში ბორჯღალოსნები კაცნაკლულები თამაშობდნენ.

შეხვედრას, კოვიდრეგულაციების დაცვით, მაყურებელიც დაესწრო.

საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის გათამაშებაში 4 შეხვედრიდან 4 გამარჯვება დაუგროვდა და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან შეხვედრამდე ესპანეთს, პორტუგალიასა და რუსეთს მოუგო

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯღალოსნებს რუმინელების დამარცხების შემდეგ, ანთიმოზ ივერიელის თასი გადასცა.

გარდა თასის მოპოვებისა, საქართველოს ნაკრები ერთი ტურით ადრე გახდა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი