ტოკიოს 2020-ის ოლიმპიადაზე მოხალისეობა 200 ათასზე მეტი ადამიანს სურს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
796 10 დეკემბერი 2019, 23:48
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის, თომას ბახის ცნობით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხალისეთა პროგრამაში მონაწილეობისთვის 200 ათასზე მეტი ადამიანის განცხადებაა შესული.

ტოკიო-2020-ს  80 ათასი მოხალისე მოემსახურება, თუმცა მოხალისედ მუშაობის სურვილი იაპონიიდან და დანარჩენი მსოფლიოდან 204 680 ადამიანმა გამოთქვა. 

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორებმა მოხალისეთა ტრენინგები დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი ტრენინგი ჩაატარეს ტოკიოს ეროვნულ ოლიმპიურ მემორიალურ ახალგაზრდულ ცენტრში. მოხალისეებმა თამაშებთან დაკავშირებით საერთო მომზადება გაიარეს, მიიღეს საბაზისო ცოდნა. მზადებისას და უშუალოდ ოლიმპიური თამაშებისას მათ შეეძლებათ მრავალმხრივი დახმარების აღმოჩენა გულშემატკივრებისთვის, მასმედიის წარმომადგენლებისთვის, ათლეტებისთვის. მოხალისეები ტრადიციულად განაწილდებიან საასპარეზო არენებზე და ოლიმპიურ სოფელში.

ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე დაგეგმილია დაახლოებით 300 სასწავლო სემინარის ჩატარება, რომლებიც 2020 წლის თებერვლის ბოლომდე თანმიმდევრობით ჩატარდება იაპონიის 11 პრეფექტურაში. 2020 წლის მარტში მოხალისეთა შორის განაწილდება ფუნქციები, ხოლო აპრილიდან კონკრეტულად მათთვის შერჩეული საქმიანობის შესასრულებლად საგანგებო მომზადებას გაივლიან.

geonoc.org.ge



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა არცერთ „ენჯეოს“, არცერთ დიპლომატს არ დაუგმია
მამუკა მდინარაძე: უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, ტერაქტების მუქარის გამო, შესაძლოა, ჩაიშალოს
ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა
არქივი