სოთბის აუქციონზე მილიონ დოლარად იყიდება მანიფესტი, რომლითაც ოლიმპიური თამაშების აღორძინება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
883 18 დეკემბერი 2019, 23:27
BBC-ის ინფორმაციით, თანამედროვე ოლიმპიური თამაშების დამფუძნებლის  ბარონ პიერ დე კუბერტენის მანიფესტი ნიუ იორკის "სოთბის" აუქციონზე გაიყიდება. მისი საწყისი ფასი 700 ათასი დოლარია, თუმცა, როგორც აუქციონის წარმომადგენლები ვარაუდობენ, ის მილიონ დოლარად გაიყიდება. 

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია, იმ სიტყვის ხელნაწერზე, რომელიც 1892 წელს ფრანგმა არისტოკრატმა პიერ დე კუბერტენმა სორბონაში წარმოთქვა, სადაც  სადაც მან ანტიკური თამაშების აღორძინების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პიერ დე კუბერტენი ამტკიცებდა, რომ სპორტულ შეჯიბრებები სარგებლობას მოუტანს ინდივიდებს და საზოგადოებას. კუბერტენის 14-გვერდიანი გამოსვლა, რომელიც ფრანგულ ენაზეა დაწერილი, არასდროს უნახავს საზოგადოებას, მისი ასლი გამოფინეს  2009 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კონგრესზე, რომელიც დანიაში გაიმართა. 

პიერ დე კუბერტენმა ბევრი იღვაწა თანამედროევეობის ოლიმპიური თამაშების აღორძინებისთვის და 1894 წელს მან დააარსა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, ხოლო 1896 წელს საფუძველი ჩაუყარა უდიდესი სპორტული შეჯიბრების ღდგენას, როცა ათენში გაიმართა პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები თამაშები.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი