ელგუჯა ბერიშვილი - ჩვენ გვექნება დიდი წარმატება, ყველა ერთად ამ დიდი იმედით ვეგებებით ოლიმპიურ თამაშებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
547 22 ივლისი 2021, 20:34

23 ივლისს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიხსნება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები, სადაც ჩვენი ქვეყნიდან სპორტის 11 სახეობაში იასპარეზებს 34 სპორტსმენი. 

24 ივლისს, ოლიმპიური თამაშების ჩვენთვის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოდან იასპარეზებს ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოკრივე ესკერხან მადიევი და მოცურავე ირაკლი რევიშვილი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელის ელგუჯა ბერიშვილის ინფორმაციით, ძიუდოს, ძალოსნობის, კრივის, ტყვიის სროლის, ჩოგბურთის, ფარიკაობის, ცურვის ოლიმპიური ნაკრები გუნდები უკვე ტოკიოში იმყოფებიან და აქტიურად ემზადებიან ოლიმპიური თამაშებისთვის.  

"ოლიმპიური გახსნის სტარტი მოახლოვდა, ხვალ არის გახსნის ცერემონია, სადაც ბუნებრივია, საქართველო წარსდგება, ისევე, როგორც ოლიმპიადაში მონაწილე  206 ქვეყნის დელეგაცია და ზეგიდან იწყება ოლიმპიური ტურნირი, რომელშიც 5 სახეობაში მოასპარეზე ქართველი სპორტსმენები ჩაებმებიან. ოლიმპიურ შეჯიბრებაში საქართველოდან  სულ 34 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და ქართული სპორტის გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი სულით და გულით გულშემატკივრობენ ქართულ დელეგაციას, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ გვექნება დიდი წარმატება, ყველა ერთად ამ დიდი იმედით ვეგებებით ოლიმპიურ თამაშებს", - განაცხადა ქართული მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი