"ამ წარმატებას მთელ საქართველოს მივულოცავ" - ლაშა შავდათუაშვილის მესამე ოქრო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
524 26 ივლისი 2021, 20:18

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოში მესამე ოლიმპიური მედალი   - ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურმა დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ვიცე-ჩემპიონთან ინტერვიუ ჩაწერა.

„ყველას მადლობა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და მესამე ოლიმპიური მედალი მოვიპოვე, რაც შეეხება ფინალს, ძალიან გულდასაწყვეტია, არადა, ძალიან ახლოს ვიყავი ჩემპიონობასთან, მაგრამ ეს სპორტია... ძალიან მოტივირებული ვიყავი ბრძოლისთვის,  მადლობა ყველას  გულშემატკივრობისთვის. უზომოდ ბედნიერი ვარ, ამ წარმატებას მთელ საქართველოს მივულოცავ, მადლობა ყველას“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი