საკვალიფიკაციო ეტაპზე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ნინო სალუქვაძე მერვე ადგილზეა - ხვალ ფინალია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
516 29 ივლისი 2021, 10:28
ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ტოკიოში სპორტული პისტოლეტიდან სროლაშიც ჩაება და წარმატებითაც. დღეს გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევარი – 3 სერია, სალუქვაძე კი 291 ქულით მერვე ადგილზეა. მან დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო კიდევ 5 მსროლელს, რომლებსაც ასეთივე შედეგი აქვთ.

სალუქვაძემ პირველი სერია 94 ქულით დაამთავრა, თუმცა შემდეგ გაცილებით უკეთესად ისროლა: 98 და 99 ქულა.

ჯერჯერობით საკვალიფიკაციოს საუკეთესო შედეგი 296 ქულაა, რაც ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორგზის ჩემპიონმა, სერბმა ​ზორანა არუნოვიჩმა შეძლო. მას 294-ით ბერძენთა ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ანა კორაკაკი მისდევს, 293-ით კი მესამეა ბულგარელი ანტოანეტა კოსტადინოვა, ვინც რამდენიმე დღის წინ 10-მეტრიან დისტანციაზე ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

სალუქვაძეს თითო ქულით რუსთა აწ უკვე ოლიმპიური ჩემპიონი, 10-მეტრიანი დისტანციის მომგები ვიტალინა ბაცარაშკინა, ინდოელი მანუ ბჰაკერი და უკრაინელთა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი უსწრებენ.

საკვალიფიკაციო ეტაპი ხვალ დასრულდება. ხვალვე ფინალური პაექრობა გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი