ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ვარლამ ლიპარტელიანმა უმედლოდ დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
477 29 ივლისი 2021, 13:56

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა და წონის პირველმა ნომერმა ვარლამ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა უშედეგოდ დაასრულა, შესაბამისად, მან 2020 წლის ოლიმპიადა უმედლოდ დატოვა. 

ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალური დაპირისპირება იაპონელ აარონ   ვოლფტან ვაზარით დათმო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი მისი მეტოქე რუსი ილიასოვა იყო, რომელთანაც ასევე, ვაზარით დამარცხდა. 

რუსეთის ნაკრებისთვის ეს ბრინჯაო პირველი მედალია ძიუდოში. 

 შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ტურნირზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მო იპოვეს. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა გთავაზობთ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი