მორის ყვითელაშვილმა ბერგამოს საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
737 13 სექტემბერი 2021, 11:37

10-12 სექტემბერს, იტალიის ქალაქ ბერგამოში გაიმართა ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში, სადაც მამაკაცთა კატეგორიაში ახალ სეზონზე, პირველად იასპარეზა ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა. მან პირველად წარადგინა თავისი ახალი პროგრამები და 17 ქვეყნის 23 მონაწილე მამაკაცს შორის ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ქართველმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში სამი ოთხმაგი ნახტომი შეასრულა და ტურნირის ამ ნაწილში მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა, ხოლო ორი პროგრამის ჯამში კი 236,18 ქულით საპატიო მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი