საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმატებული სტარტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
764 11 იანვარი 2020, 22:08
ლოზანაში, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს გუნდიდან სარბიელზე პირველი გავიდა ფიგურულ ციგურაობაში ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას წყვილი და  წარმატებითაც.

ჩვენმა მოციგურავეებმა მოკლე პროგრამაში  59.14 ქულა დაიმსახურეს, რაც 8 წყვილს შორის მესამე საუკეთესო შედეგია. პირველი და მეორე საფეხურები რუსებს უკავიათ, შესაბამისად -  71.74 და 60.45 ქულით.



აღსანიშნავია, ქართული წყვილი უახლოეს მდევრებს -  ამერიკელ და კანადელ მეტოქეებს თითქმის 10 ქულას უგებს. ეს იმას ნიშნავს, რომ 12 იანვარს, თავისუფალ პროგრამაში კარგად გამოსვლის შემთხვევაში, ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას ოლიმპიური თამაშების პრიზიორთა შორის მოხვედრის რეალური შანსი აქვთ.

დღეს კი, ერთეულთა შორის მოკლე პროგრამაში, რომელშიც 16 საუკეთესო მოციგურავე გოგონა მონაწილეობდა, საქართველოს სახელით მოასპარეზე 16 წლის ალინა ურუშაძემ მე-5 ადგილი დაიკავა. პრიზიორთა ვინაობა 13 იანვარს თავისუფალი პროგრამით გამოსვლის შემდეგ გაირკვევა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა არცერთ „ენჯეოს“, არცერთ დიპლომატს არ დაუგმია
მამუკა მდინარაძე: უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, ტერაქტების მუქარის გამო, შესაძლოა, ჩაიშალოს
ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა
არქივი