ბერლინში ლეგენდათა ტრადიციული ტურნირის პირველი მატჩი თბილისის "დინამომ" მოიგო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
813 11 იანვარი 2020, 22:17
ბერლინში ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც თბილისის „დინამო" თბილისი“ მონაწილეობს. გუნდის კაპიტანი კახა კალაძეა.

დღეს, თბილისის „‪დინამომ"ლევერკუზენის „ბაიერს“ ანგარიშით – 4:2 მოუგო. გოლები ალექსანდრე იაშვილმა (2), კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს.

„მივესალმები ასეთი ტურნირის ჩატარებას. ძალიან დიდი ინტერესია საზოგადოების მხრიდან, როდესაც ვეტერანი ფეხბურთელები იკრიბებიან. წელს „დინამო თბილისის“ სახელით გამოვდივართ და მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მაღალი დონის ტურნირში, სადაც წამყვანი გერმანული საფეხბურთო კლუბები არიან წარმოდგენილი. 19 იანვარს უკვე ბათუმში გაიმართება ტურნირი ნაკრებების დონეზე, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

"ზამთრის მასტერსიში" წარსულში ცნობილი ფეხბურთელები - გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალეკო ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და დავით კვირკველია ითამაშებენ.

ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან 7 ადგილობრივია, ერთადერთი არაგერმანული კლუბი  თბილისის „დინამოა“. თბილისური კლუბი A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები  არიან "დორტმუნდი", "ლევერკუზენი" და "შალკე". 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი