ისტორიაში პირველად: საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
841 12 იანვარი 2020, 16:47
ცოტა ხნის წინ, ლოზანაში მიმდინარე ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა მედალი მოიპოვა.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავასა და ალინა ბუტაევას წყვილმა, რომელმაც ორი დღით ადრე მოკლე პროგრამაში 59.14 ქულით მესამე შედეგი დაიმსახურა და თავისუფალი პროგრამისთვის პრიზიორთა შორის რეალური განაცხადი გააკეთა, დღესაც წარმატებით იასპარეზა. 

"ბერულავა-ბუტაევას დუეტმა თავისუფალ პროგრამაში 98.15 ქულა დაიმსახურა, ჯამში - 157.29 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.   

ლოზანაში სულ  მსოფლიოს 8 საუკეთესო წყვილი გამოდიოდა. მათ შესარჩევ ტურნირებზე, მძაფრი კონკურენციის პირობებში მოიპოვეს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები. 

ცხადია, განსაკუთრებით კონკურენტულ  გარემოში წარიმართა უშუალოდ ოლიმპიური ტურნირი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ღირსეულად განვლეს, მაღალი ოსტატობა და ბრძოლის უნარი გამოავლინეს და ისტორიულ შედეგს მიაღწიეს. 

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მოციგურავეებმა სოლიდური უპირატესობით აჯობეს კანადელ, ამერიკელ,  ჩინელ, უკრაინელ და გერმანელ კონკურენტებს. კვარცხლბეკის პირველი და მეორე საფეხური რუსებს ერგოთ.

საქართველოს ნაკრებისთვის აქამდე წარმატებული იყო ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, სადაც ჩვენი ოლიმპიელების მონაგარი 1 ოქროს, 6 ვერცხლს და 3 ბრინჯაოს მედალს შეადგენს", - აცხადებენ საქართველოს ოლომპიურ კომიტეტში.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი