შსს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
538 15 ოქტომბერი 2021, 11:58

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ, თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ტექნიკური საშუალება მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს. ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის როგორც რადიო სადგურის ასევე მობილური კავშირის მეშვეობით.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლილე ლიპარტელიანმა გუშინ, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკრებულოს მესამე სართულზე ინტერნეტის ჩამხშობი და მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა. მისი ინფორმაციით, საკრებულოს მესამე სართულიდან უცხო პირმა ჩემოდნები ჩამოიტანა, რითიც ხმაური გამოიწვია და მისი ყურადღება მიიპყრო. ლიპარტელიანის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს შენობაში სიგნალის ჩამხშობი აპარატურის პოვნის შესახებ ინფორმაცია გუშინ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციისას, „ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი