602
16 ოქტომბერი 2021, 22:59
პარიზში გამართულ გრანდ სლემში ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლა ქართველ და ფრანგ ძიუდოსიტს შორის არ შედგა, რადგან ეთერის მოწინააღმდეგე საჭიდაოდ არ გამოცხადდა.
ეთერ ლიპარტელიანი 57კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. სპორტსმენმა გრანდ სლემზე პირველი ბრძოლა მავრიტანიელ კრისტიან ლეგენტილს სუფთა გდებით მოუგო, ხოლო შემდეგ მეორე წრეში ახალგაზრდა ფრანგ ძიუდოისტთან დამარცხდა. ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან გააგრძელა, სადაც ფრანგი სპორტსმენი პრისცილა გნეტო ულამაზესი გდებით, სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ფინალურ ბლოკში გადაინაცვლა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |