სპორტის სამინისტრომ 2019 წლის სპორტული მიღწევები შეაჯამა და გასული წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
744 18 იანვარი 2020, 20:48
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  2019 წლის სპორტული მიღწევები შეაჯამა და გასული წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა.

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში საქართველოს 2019 წელს ოლიმპიურ სახეობებში ექვსი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავდა. ქართველმა სპორტსმენებმა 1200-ზე მეტი მედალი მოიპოვეს.  

„2019 წლის სპორტული სეზონის შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. 1 200-ზე მეტი მედალი საერთაშორისო ტურნირებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, 6 მსოფლიოს ჩემპიონი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, 7 ოქროს, 9 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედალი - საერთო გუნდურ ჩათვლაში და მეექვსე ადგილი მეორე ევროპულ თამაშებზე. 

ჩვენი უმთავრესი გამოწვევა 2020 წელს ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები. სამინისტრო, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და სპორტულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოს მთავრობის უპირობო მხარდაჭერით, ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართული დელეგაცია ტოკიოში ღირსეულად წარდგეს. ჩვენი ხელისუფლების, სამინისტროს, პირადად ჩემი სახელით კვლავაც თანადგომასა და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სპორტულ საზოგადოებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საქმიანობაში“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

სამინისტრომ საუკეთესოები გამოავლინა 11 ნომინაციაში და 14 სპეციალური პრიზი გასცა.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი –  ექვსი მსოფლიო ჩემპიონი: ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ბექა ლომთაძე, ნუგზარ წურწუმია, ლაშა გობაძე 

2019 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი – ნონა გაფრინდაშვილი 

2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში – წყალბურთის ეროვნული გუნდი 

2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ლაშა ბექაური. 

2019 წლის სპორტული ღონისძიებების მომწყობი რეგიონი – აჭარა 

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში – ვახტანგ ჩიდრაშვილი 

2019 წლის საუკეთესო მსაჯი – რუსუდან ხოფერია 

2019 წლის საუკეთესო ნაკრები ინდივიდუალურ სახეობებში – საქართველოს ეროვნული ნაკრები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 

2019 წლის საუკეთესო წლის საუკეთესო ფედერაცია – ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია 

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი. 

2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი – ირმა ხეცურიანი და რევაზ ჩიკოიძე 

2019 წლის აღმოჩენა – მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი. ალინა ბუტაევა  და ლუკა ბერულავა  

2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი იანტბელიძე 

2019 წლის საუკეთესო ლეგიონერი – გიორგი შერმადინი 

2019 წლის საუკეთესო მენეჯერი - ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი  

საუკუნის მოვლენა ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში – ნინო სალუქვაძე 

2019 წლის სპორტის საუკეთესო მოხალისე – თათია დარსაველიძე 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა არცერთ „ენჯეოს“, არცერთ დიპლომატს არ დაუგმია
მამუკა მდინარაძე: უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, ტერაქტების მუქარის გამო, შესაძლოა, ჩაიშალოს
ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა
არქივი