ლეგენდარული მწვრთნელი ვანო გრიქუროვი გარდაიცვალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
407 27 ნოემბერი 2021, 22:12

ლეგენდარული მწვრთნელი ვანო გრიქუროვი გარდაიცვალა, - ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

„საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის - ივანე (ვანო) გრიქუროვის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად ძალოსნობის ოჯახს ამ უდიდეს დანაკარგს“, - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

გრიქუროვის აღზრდილები არიან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები კახი კახიაშვილი და გიორგი ასანიძე, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი შიმონ კოლეცკი და ბრინჯაოს პრიზიორი ანჟეი ცოფალაკი (პოლონეთი). არის საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. იყო საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი