კალათბურთის ფედერაციას ვიქტორ სანიკიძე უხელმძღვანელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
444 11 დეკემბერი 2021, 20:28

კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. დღეიდან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღნიშნულ პოსტს ვიქტორ სანიკიძე უხელმძღვანელებს.

ვეტერანი კალათბურთელი ერთადერთი კალათბურთელი იყო და მას მხარი ოცდაცხრამეტივე დელეგატმა დაუჭირა. საერთო კრება ყოფილმა პრეზიდენტმა განვლილი 4 წლის ანგარიშით დაიწყო, ხოლო არჩევნების შემდგომ ახალმა პრეზიდენტმა გამგეობის წევრები დაამტკიცა.

სანიკიძე პარალელურად საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი